საქართველოს პარლამენტი

ნაფიც მსაჯულებზე მთავრობის კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მხარს არ უჭერს

ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი იურიდიულ კომიტეტში განიხილეს და მას მხარი არ დაუჭირეს. კომიტეტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვა ბრალდებულის უფლებას წარმოადგენს და არჩევანის გაკეთებისას ბრალდებულის შეზღუდვა პროკურორის სავალდებულო თანხმობით, მოცემული ინსტიტუტის არსს ეწინააღმდეგება. 

საუბარია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტზე, რომელიც პარლამენტმა გუშინდელ სხდომაზე, ხანგრძლივი კამათის შემდეგ პირველი მოსმენით მიიღო. მთავრობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებით მოითხოვს, რომ თუკი წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები თანხმდებიან, რომ საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე მოხდეს. 

კანონპროექტს უმცირესობის წევრებიც ეწინააღმდეგებიან. 

კომენტარები