შსს

ცხინვალის ციხიდან ექვსი მოქალაქე გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს დახმარებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე გაათავისუფლეს. გათავისუფლებას წინ უსწრებდა ინტენსიური მოლაპარაკებები დე ფაქტო ხელისუფლებასთან. რუსმა სამხედროებმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე. წ. ადმინისტრაციული საზღვრის "უკანონო კვეთის" ბრალდებით, დუშეთის რაიონის მცხოვრები მალხაზ ტიტველაშვილი და კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის მცხოვრები გივი ილურიძე გასული წლის 19 სექტემბერს სოფელ ოძისის ტყეში დააკავეს. 

უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო წარმომადგენლებმა ბოლო ათი დღის განმავლობაში გაათავისუფლეს.

კომენტარები