NBA

კობიმ მავერიკსთან სამმაგი დუბლი გაიფორმა

ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა დალას მავერიკსი დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე ლეიკერსის ხელმძღვანელობამ და გულშემატკივრებმა შაკილ ონილს პატივი მიაგეს: 34-ნომრიანი მაისურით გუნდში ამიერიდან ვეღარავინ ითამაშებს.

შეხვედრამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ორივე გუნდი დასავლეთ კონფერენციაში, პლეი-ოფში მოსახვედრი უკანასკნელი ადგილისთვის იბრძვის.

კობი ბრაიანტმა სამმაგი დუბლი გაიფორმა. შავი მამბას ანგარიშზე 23 ქულა, 11 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემაა. კარგი მატჩი ჩაატარა დუაიტ ჰოვარდმა, რომელმაც 24 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.

დირკ ნოვიცკის თამაში ვერ წაუვიდა და საბოლოოდ შეხვედრა მხოლოდ 11 ქულით დაასრულა.

101- 81 ლეიკერსის კალათბურთელებმა დამაჯერებლად, 20-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს.

 

 

 

კომენტარები