პროკურატურა

პროკურატურა მზადაა შუალედური არჩევნების პერიოდში კანდიდატების დაკითხვისგან თავი შეიკავოს

მთავარი პროკურატორის  განცხადებით,  ისინი მზად არიან  თავი შეიკავონ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების  საგამოძიებო უწყებებში დაბარებისაგან. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დავით ჯანდიერმა ჟურნალისტებს, უწყებათშორისი კომისიის  სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

ჯანდიერის თქმით: ”მთავარი პროკურატურა მზად არის, რომ ეს წესი გაავრცელოს საარჩევნო აქტივისტ წევრებზეც, რათა  არჩევნების მიმდინარეობას ხელი არ შეეშალოს. თუმცა,  აქტივისტების ის სია, რომლებიც არიან საარჩევნო შტაბთან ასოცირებული წევრები, მთავარ პროკურატურას უნდა გადაეცეს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს სია იყოს რეალისტური, შეესაბამებოდეს რეალობას და არ იყოს ხელოვნურად გაზრდილი. ეს სია არ უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ საგამოძიებო ქმედებებისგან თავის დაღწევა შეძლოს კონკრეტულმა პირმა.”  მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ  ისეთ საქმეებზე სადაც წინასწარი სასამართლო სხდომაა დანიშნული ან არსებობს  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, პროკურატურაა გააგრძელებს მუშაობას.

უწყებათშორისი კომისიის რეკომენდაციით,  შუალედური არჩევნების მიმდინარეობის პერიოდში გარკვეული ტიპის საქმეებზე, ამა თუ იმ პირის  წინააღმდეგ გამოძიება უნდა იქნეს გადავადებული. ამის შესახებს, სხდომის შემდეგ  კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ კინწურაშვილმა, ისაუბრა. მისი თქმით - ”რეკომენდაცია ეძლევათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ საგამოძიებო მოქმედებებისაგან იმ პირთა მიმართ, ვინც ამათუ იმ ფორმით აქტიურობს რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერად, რათა გამოირიცხოს ძველი საქმეების გამოყენებით ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ან ხელის შემშლელად აღქმის შემთხვევებ.”

 

კომენტარები