შსს–ს ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლეს.
გორის რაიონის სოფელ კირბალში 26 მარტს რუსმა სამხედროებმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით, საკუთარ ბაღში ფიჩხის მოსაგროვებლად წასული, 1994 წელს დაბადებული უშანგი დოთიაშვილი დააკავეს. 27 მარტს კი კასპში მცხოვრები ირა ხუბაევა და გორში მცხოვრები ანა გიგოლაევა აიყვანეს სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მას თან ახლავს ვიდეომასალა.





