ენერგეტიკის მინისტრი

კალაძე: 100 კილოვატ-საათამდე ელექტროენერგიის მომხმარებლებს ტარიფი ნახევარი თეთრით უმცირდებათ

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, კახა კალაძემ, მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ 100 კილოვატ-საათამდე ელექტროენერგიის მომხმარებლებს ტარიფი ნახევარი თეთრით შეუმცირდებათ.

მინისტრის ცნობით, დღევანდელ სხდომაზე გატანილი იყო ახალი მემორანდუმების გაფორმების საკითხი ენერგო პრო ჯორიასა და თელასთან. მისი განმარტებით, მოლაპარაკებები დასრულებულია და ხელშეკრულებები გაფორმდება 4 წლის ვადით თელასთან და 2 წლით ენერგო პრო ჯორჯიასთან.

კალაძის თქმით, ხელშეკრულებების  თანახმად, ელექტროენერგიის ტარიფები იგივე დარჩება. ცვლილება მხოლოდ იმ აბონენტებს შეეხებათ, ვინც 100 კვტ/სთ-მდე ელექტოენერგიას მოიხმარდა, ''მათ ტარიფი კიდევ ნახევარი თეთრით, ანუ ჯამში 4 თეთრით უმცირდებათ''.

 

კომენტარები