საკონსტიტუციო ცვლილებები

ქეთრინ ეშტონი და შტეფან ფულე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და  უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ქეთრინ ეშტონი და ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

"ჩვენ მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ ერთობლივად მიღებულ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს. ორივე პარტიის მიერ მიღწეული კონსენსუსი, რომელიც ამყარებს ამ შეთანხმებას, მეტყველებს მხარეების ვალდებულებაზე ქართულ პოლიტიკაში სამართლიან მმართველობაზე. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ადასტურებს დემოკრატიული არჩევნებით მოსული პარლამენტის როლს ახალი მთავრობის დანიშვნის საკითხში, აერთიანებს საქართველოს და აყალიბებს ყველა პარტიის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვან პრეცედენტს. ევროკომისარი ფულე მოუწოდებს საქართველს ყველა დაინტერესებულ მხარეს გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა ამ კონსტრუქციული სულისკვეთებით ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები