შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები თავისუფლები არიან.
შსს-ს ცნობით, 9 თებერვალსა და 15 მარტს, გორის რაიონის სოფლებში – ქვეშსა და არცევში, ხოლო 14 მარტს – ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო კვეთისთვის6 მოქალაქე დააკავეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს.
გამოხსნილი უკანონო პატიმრები ერგნეთიდან შია ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გამოიყვანეს.




