მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა "ღია ეთერისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ აწუხებს კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, რომლითაც იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს. მისი თქმით, ხელისუფლებამ უკან უნდა წაიღოს დამოუკიდებლობის ის გარანტიები, რომელიც სასამართლოს მისი ხელისუფლების დროს მიეცა.
„მეორეა ევროპელებთან საუბარი. შეიძლება არ მოგწონდეს ვინმე და თანასწორი დისკუსია ჩვეულებრივია, მაგრამ როცა ევროპის ძირითად ლიდერებს ხელაღებით ელაპარაკები - ვინ ხართ, ვის დაკარგვიხართ, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის შიგნით არის საოკუპაციო მანქანა და ამ ხალხმა გადაგვარჩინა, ეს არის გაუთვლელი ნაბიჯი და ეს მაწუხებს", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, წინა ხელისუფლება უმეტეს შემთხვევაში ევროპის პოზიციათა, მათ შორის ვენეციის კომისიის დასკვენბის 99%-ს ითვალისწინებდა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთია, როდესაც ცალკეულ პიროვნებას არასწორ ქმედებაზე მიუთითებ, ხოლო, მეორე – ევროპის ძირითადი ლიდერებისთვის იმის თქმა, "თქვენ ვის დაკარგვიხართ".





