საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენითაც, 123 ხმით დაამტკიცა.
გუშინ, 21 მარტს, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრის შედეგად კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი 135-მა პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კენჭისყრამდე სარეიტინგო კენჭისყრა დანიშნა. სარეიტინგო კენჭისყრისას ცვლილებებმა 93 ხმა მოაგროვა. ცხადი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის გარეშე, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო 100 ხმა არ გროვდებოდა.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, პარლამენტი, მესამე და საბოლოო მოსმენით ორშაბათს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.




