ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: საქართველოსთვის ჭიდაობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სპორტის სახეობაა

პრემიერმინისტრმა ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ჭიდაობა სტრატეგიული მნიშვნელობის სპორტის სახეობაა.  მისივე თქმით, მსგავსი რანგის ღონისძიება საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. "ბევრმა სპორტსმენმა გვასახელა მსოფლიოსა თუ ევროპაში. იმედია, საინტერესო დღეები და ნამდვილი სპორტული სანახაობა გველის და ჩვენი დედაქალაქი ისე უმასპინძლებს სტუმრებს, როგორც მას შეჰფერის. მონაწილეებს წარმატებებს ვუსურვებ და ჩვენს ქართველ ფალავნებს მოვუწოდებ, აქ, სამშობლოში გვასახელონ", - აღნიშნა პრემიერმა. 

კომენტარები