აგრარული უნივერსიტეტი

იოსებ სალუქვაძე: აგრარული უნივერსიტეტიდან სტუდენტების გადაყვანა რთული იქნება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს წევრის იოსებ სალუქვაძის თქმით, მან ხმა არ მისცა აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას, რადგან საქმე სტუდენტებისა და პროფესორების ინტერესებს ეხებოდა. სალუქვაძის თქმით,  აგრარული უნივერსიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სტუდენტების სხვა უნივერსიტეტებში გადასვლა გართულდება. 

სალუქვაძის თქმით, აგრარულ უნივერსიტეტში არსებობდა შეუსაბამობა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ დაწესებულ სტანდარტებთან. სალუქვაძის თქმით, ეს შეუსაბამობა განსაკუთრებით პერსონალთან დაკავშირებით ჩანდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ავტორიზაციის საბჭოს წევრის თქმით, ავტორიზაციის გაუქმება, სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე, საჭირო არ იყო.

12 მარტს ავტორიზაციის  საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმა

კომენტარები