აგრარული უნივერსიტეტი

გიგი თევზაძე: ავტორიზაციის გაუქმება ბიუროკრატიულ შურისძიებას ჰგავს

ილიას უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის განცხადებით, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება დაკავშირებულია იმ წესებთან, რომელსაც ქმნის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, და რომელიც ბიუროკრატების მცირე ჯგუფს კერძო უნივერსიტეტების წინააღმდეგ მოქმედების საშუალებას აძლევს. 

"სისტემა არის ასეთი, უნივერსიტეტი არის კარგი, სტუდენტებს მოსწონთ, იქ მომუშავე მკვლევრებს და ლექტორებს მოსწონთ და უცებ გამოდის ავტორიზაციის საბჭო და აუქმებს ავტორიზაციას. შეიძლება ეძახონ "ბენდუქიძე იუდა", მაგრამ ვერავინ ვერ ამბობს, რომ აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის ხარისხი დაბალია", - განაცხადა თევზაძემ.

მისი მოსაზრებით, მიღებული გადაწყვეტილება ბიუროკრატიულ შურისძიებას ჰგავს.

"ეს რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს, უფრო ბევრი რამე იქნებოდა ცხადი. ეს უფრო ჰგავს ბიუროკრატიულ შურისძიებას, ვიდრე პოლიტიკურს", - განაცხადა თევზაძემ.

ილიას უნივერსიტეტის რექტორი არ გამორიცხავს, მსგავსი ტიპის "შურისძიება" სხვა უნივერსიტეტებსაც დაემუქროს. 

განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა გამორიცხა ავტორიზაციის გაუქმების პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირება. მისი თქმით, ეს სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებაა.  

აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, ავტორიზაციის ჩამორთმევა პოლიტიკურ ელფერს ატარებს, რადგან საბჭოს მიერ მიღებულ დასკვნაში არცერთი შენიშვნა განათლების ხარისხთან არ არის დაკავშირებული. 

12 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 5 სა­ათ­ზე, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში დას­რულ­და სხდო­მა, რო­მე­ლიც აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­და. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბით, აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტო­რი­ზა­ცია გაუუქმდა. 

 

კომენტარები