ვენეციის კომისია

ხიდაშელი: ვენეციის კომისიაში ნაციონალურ მოძრაობას ათით ნული მოვუგეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თინა ხიდაშელმა, ვენეციის კომისიის მიერ "საერთო სასამართლოების შესახებ" მიღებული დასკვნის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ვენეციის კომისიამ მიიღო დასკვნა, რომელიც სიტყვასიტყვით ეთანხმება მათ მიერ შეთავაზებულ ცვლილებებს. ამასთან, მან მოუწოდა საზოგადოებას, თავად გაეცნოს დასკვნას და სიმართლეც მასში ეძებოს.

"ვენეციის კომისისამ გუშინ მიიღო დასკვნა, რომელიც სიტყვასიტყვით, ერთი-ერთზე ეთანხმება იმას, რაც კომისიას ჩვენ შევთავაზეთ, ამას ვამბობ ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე, შემიძლია დეტალებზეც ვილაპარაკო, მაგრამ მთავარი ამბავი ის არის, რომ გუშინ ათით ნული მოვუგეთ ნაციონალურ მოძრაობას ვენეციის კომისიაში, მე მესმის მათი გაბრაზება, ტყუილის ხარისხიც იზრდება ამის კვალდაკვალ. უნდა აიღოთ დასკვნა და წაუკითხოთ  ის ადამიანებს და ისინი თავად გააკეთებენ დასკვნას".

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 მარტს, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რმა მოძ­რა­ო­ბამ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის დას­კვნის პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ სიც­რუ­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში დაადა­ნა­შა­უ­ლა. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია "სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­პრო­ექ­ტის იმ პუნ­ქტზე, რომ­ლი­თაც იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

კომენტარები