საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება. მან სასოფლო-სამეურნეო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. პრეზიდენტი ეწვია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აბუდაბის კოლეჯსაც.

მიხეილ სააკაშვილმა სასწავლებლის სტუდენტებს სიტყვითაც მიმართა და საქართველოში განათლების სისტემის რეფორმაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მნიშვნელობას. მიმართვის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აბუდაბის კოლეჯში ახალი ინოვაციური პროგრამა - Itunes You ამოქმედდა.

 

 

კომენტარები