ამერიკის ელჩი საქართველოში

რიჩარდ ნორლანდი: პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი შეთანხმების გზებს გამონახავენ

ამერიკის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა, სასტუმრო ”რედისონში” ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერმინისტრის დღევანდელი წერილისა და ზოგადად საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პრემიერმინისტრი და პრეზიდენტი შეთანხმების გზებს გამონახავენ. 

”ბოლო პერიოდში მე მქონდა შეხვედრები როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ისე პრემიერმინისტრთან და ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ცდილობენ პოლიტიკური პროცესის განვითარებისთვის გზები გამოძებნონ. ასევე, დააბალანსონ ორი ძირითადი საკითხი, როგორებიც არის სამართლებრივი პროცესების სწორად წარმართვა და დაძაბულობისა და დაპირისპირებების თავიდან აცილება”, - განაცხადა ნორლანდმა.  მისივე თქმით, როგორც პრეზიდენტმა მასთან საუბარში აღნიშნა, იგი არ აპირებს მთავრობის დათხოვნას, ან რაიმე მსგავსი ნაბიჯის გადადგმას.   

 

კომენტარები