ბუტა რობაქიძის საქმე

გურამ დონაძე: დღეს ამ საქმეს ფარდა აეხადა

შს სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებულმა გურამ დონაძემ ბრიფინგი გამართა.

როგორც მან აღნიშნა, ''საზოგადოებამ დღეს გავრცელებული კადრებიდან, ნახა თუ რა მოხდა 2004 წლის 24 მაისს''. დონაძის თქმით, მას აღნიშნული კადრები ამ დრომდე ნანახი არ ჰქონდა.

გურამ დონაძე, საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტ ვახო კომახიძის მიერ გავრელებულ კადრებს ყალბს უწოდებს. 

"გარკვეულმა ჯგუფებმა პოლიტიკურ ჭრილში აღნიშნული ვიდეომასალა გადაამონტაჟეს და გავრცელდა ინტერშუმიანი მასალა, ისე როგორც უნდოდათ. ვახო კომახიძემ გაავრცელა მსგავსი სიყალბე, რამაც საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში, რაც ჩვენ ვნახეთ საოცრება იყო. არასოდეს ბუტა რობაქიძის ოჯახისთვის პასუხი არ გამიცია იმ ბრალდებებზე, რომელსაც ისინი 9 წლის განმავლობაში მიყენებდნენ, იმიტომ არ ვცემდი პასუხს, რომ მესმოდა მათი ტრაგედია. მე დღეიდან მკვლელი არ ვარ და ეს დავამტკიცე. დღეს ამ საქმეს ფარდა აეხადა", - განაცხადა გურამ დონაძემ. 

დონაძე იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიების ფარგლებში ''გამოირიცხება ის სიყალბეები, რაც აქამდე ფიგურირებდა''. 

შეგახსენებთ, ტე­ლე­კომ­პა­ნია რუს­თავი 2-მა, კუ­რი­ე­რის 12:00-სა­ა­თი­ან გა­მოშ­ვე­ბა­ში გა­ავ­რცე­ლა და­უ­მონ­ტა­ჟე­ბე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში და­ი­ღუ­პა ბუ­ტა რო­ბა­ქი­ძე. 

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა უფ­როს­მა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ გა­დას­ცა.

 

კომენტარები