კვიპროსი

კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩეულ პრეზიდენტს ევროკავშირთან ფინანსურ დახმარებაზე რთული მოლაპარაკების წარმოება მოუწევს.

კვიპროსში ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მძიმე ეკონომიკური კრიზისია. ეკონომიკის მდგომარეობა პირველად არის უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ამომრჩევლისთვის, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა.

წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, კონსერვატორი და ევროკავშირისგან ეკონომიკური დახმარების მომრე ნიკოლას ანასტასიადისი 15%-ით უსწრებს თავის მემარცხენე კონკურენტს სტავროს მალასს. თუმცა შესაძლებელია არჩევნების პირველ ტურში ანასტასიადისმა ვერ შეძლოს სრული უმრავლესობის მოპოვება. ამ შემთხვევაში მომავალ კვირაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ევროკავშირთან მოლაპარაკება ჯერჯერობით რთულად მიმდინარეობს, რადგან ეკონომიკური კრიზისის გადაწყვეტის მეთოდმა შეიძლება მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნას ეკონომიკური პრობლემების მქონე სხვა ქვეყნებისთვის. ექსპერტების ვარაუდით, კვიპროსს დაახლოებით 17 მილიარდი ევროს დახმარება დასჭირდება. ეს მთლიანად კვიპროსის ეკონომიკის ზომის ტოლია. უმუშევრობის დონე ქვეყანაში ამ დროისთვის 15%-ს აღწევს. 

კომენტარები