საპატრიარქო

პატრიარქის მდივანი საპატრიარქოში არ არის და ძალადობას ვერ დაგმობს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა ტაბულას კითხვას, გმობს თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძალადობას საპარლამენტო უმცირესობასა და თბილისის მერზე, უპასუხა, რომ ის საპატრიარქოში არ არის და კომენტარს ვერ გააკეთებს. ტაბულამ მიქაელ ბოტკოველს ჰკითხა, არის თუ არა ვინმე საპატრიარქოში, ვინც მიმდინარე მოვლენებზე ოფიციალურ კომენტარს გააკეთებს, რაზეც ბოტკოველმა განაცხადა, რომ ასე გვიან საპატრიარქოში ალბათ არავინ არის.

ტაბულა ცდილობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური წარმომადგენლებისგან კომენტარის მოპოვებას. 

კომენტარები