პროკურატურა

გურამ დონაძეს ბრალს დაუსწრებლად წაუყენებენ

საქართველოს შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს გურამ დონაძეს, პროკურატურა ბრალს დაუსწრებლად წაუყენებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს, გურამ დონაძის ადვოკატმა კახა შონიამ განუცხადა. 

დონაძის ადვოკატისთვის უცნობია, რა მუხლებით და რა ეპიზოდით წაუყენებენ ბრალს მისი დაცვის ქვეშ მყოფს. 

კახა შონიას ცნობით, გურამ დონაძე პირადი საქმეებიდან გამომდინარე, საქართველოში არ იმყოფება.

კომენტარები