საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, უმრავლესობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი ხვალ, პარლამენტში მოხსენებით აღარ წარდგება.
"პრეზიდენტისა და უმრავლესობის სახელით მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ ჩვენ მზად ვიყავით ხვალინდელი დღისთვის. პრეზიდენტი მზად იყო, მოსულიყი და პარლამენტში სიტყვით გამოსულიყო. უმცირესობა მზად იყო, გამართულიყო კიდევ ერთი პოლიტიკური დებატები. დღეს მოვისმინეთ უმრავლესობის პოზიცია, რომელიც, როგორც ჩანს, მზად არ აღმოჩნდა ამ მოხსენებისთვის და დებატებისთვის. კი, ბატონო, გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა და ბიურო და ჩვენ ვიღებთ მათ პოზიციას, როგორც ფაქტს, რომ ხვალ სხდომა არ ჩატარდება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ხვალ პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით აღარ წარდგება.