თბილისის მერია

რამაზ სულამანიძე დაკითხვაზე იმყოფება

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი რამაზ სულამანიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთა ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას არ ფლობს თუ რა საკითხზე მიმდინარეობს სულამანიძის დაკითხვა. 

ამავე უწყებაში დაკითხვაზე იმყოფება თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ხაჩირაშვილი. იგი შპს თბილსერვის ჯგუფის საქმეზეა დაბარებული.

გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, შპს თბილ­სერ­ვი­სის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­ვის­ტე­ბი და კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ და­საქ­მე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, თბილ­სერ­ვი­სის საშ­ტა­ტო და სა­ბი­უ­ჯე­ტო გან­რი­გი გი­გი უგუ­ლა­ვამ და­ამ­ტკი­ცა. 

 

კომენტარები