ზურაბ ჟვანია

გოგლა ჟვანია: ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დიდუბის პანთეონში, მის საფლავზე შეიკრიბნენ. 

როგორც ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ პროკურატურასთან. 

"ძალიან დიდი ინტერესია ზურას საქმის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის უკანასკნელი წლისთავი, რომელსაც ჩვენ ვხვდებით ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვებით. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წლისთავზე ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება და საზოგადოება ამ საქმის შესახებ სიმართლეს გაიგებს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. დეტალებზე ძნელია საუბარი, რადგან შეიძლება გამოძიებას ხელი შეეშალოს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს იყო მკვლელობა და ამას მოწმობს ის ახალი დეტალები, რომელიც არის საქმეში. უფრო კონკრეტულად კი ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანის გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა. 

კომენტარები