მთავარ პროკურატურაში თბილისის მერის მოადგილის, ტარიელ ხიზანეიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიამ გაავრცელა.
ამ დროისთვის უცნობია, რასთან დაკავშირებით იკითხება ხიზანეიშვილი.
შეგახსენებთ, თბილისის მერის მოადგილე ერთ-ერთ მშენებლობასთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით რამდენიმე დღის წინაც დაიკითხა.



