პროკურატურაში თბილისის მერის მოადგილის ტარიელ ხიზანეიშვილის დაკითხვა დასრულდა. ხიზანეიშვილს ოთხ საათზე მეტ ხანს კითხავდნენ.
როგორც დაკითხვის დასრულების შემდეგ, ხიზანეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მოწმის სტატუსით დაიკითხა. დაკითხვა ერთ-ერთ მშენებლობას ეხებოდა, რომელიც ხიზანეიშვილის მერის მოადგილეობის პერიოდშია დაწყებული.
შეგახსენებთ, თბილისის მერის მოადგილე, ტარიელ ხიზანეიშვილი პროკურატურაში დღეს დილით გამოცხადდა.




