ბრალდება

ნიკოლოზ მელიას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს

ძველი თბილისის რაიონის გამგებელს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილ ხელმძღვანელს, ნიკოლოზ მელიას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. მოდულის შენობაში მელიას დაკითხვა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამგებელს ბრალი 205-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქონების გადამალვაში დახმარება) და 232-ე მუხლის პირველი ნაწილით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წაუყენეს.

ნიკოლოზ მელია ბრალს არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი განცხადებით, დაკითხვის დროს საუბარი შეეხებოდა ქართუ ბანკის თემას, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა თვალთმაქცური აუქციონების გამართვას. ნიკოლოზ მელია აცხადებს, რომ ამ ჯგუფზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

მუხლები, რომლებითაც ძველი თბილისის რაიონის გამგებელს ბრალი წაუყენეს, 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები