თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელის თანახმად გიგი უგულავას მოადგილე დავით ალავიძე ფინანსური მონიტორინგის სამსახურში დაიბარეს. როგორც განცხადებიდან ირკვევა, ალავიძე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.
"ფინანსური მონიტორინგის სამსახურში დღეს თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით დეტალების გასარკვევად დაიბარეს. ფინანსური მონიტორინგის სამსახურში "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციული წარმოება, პოლიტიკური დაფინანსების კანონთან შესაბამისობის საკითხის დადგენის უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





