საპატრიარქო

ივანიშვილი პატრიარქს: გააცილეთ პრეზიდენტი, ხომ უფრო მეტად გიყვართ და გააცილეთ

პატრიარქის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი მიღების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოში პრემიერმა ივანიშვილმა ილია მეორეს მიმართა: “თუ გინდათ გააცილეთ პრეზიდენტი. ხომ უფრო მეტად გიყვართ და გააცილეთ”.

პრეზიდენტის ოფიციალურ facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ ტოვებს საერო ხელისუფლება საპატრიარქოს. ივანიშვილის კომენტარს პრეზიდენტი შემდეგი სიტყვებით პასუხობს: ”უფრო მეტად რატომ ვუყვარვარ”

მოგვიანებით პატრიარქმა შეხვედრას ისტორიული უწოდა: ”გუშინ საღამოს მოხდა ისეთი ფაქტი, როგორიც 2000 წლის მანძილზე არ ყოფილა. სამმა პატრიარქმა დალოცა ახალი წელი და საქართველო. კიდევ ერთი შესანიშნავი იყო ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდნენ ერთმანეთს და საქართველოს მომავალზე ისაუბრეს. ეს იყო გამოვლინება სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის".

კომენტარები