უბედური შემთხვევა

ყაზბეგში ჩამოწოლილმა ზვავმა რუსი მთამსვლელები მოიყოლა

ყაზბეგში ჩამოწოლილმა ზვავმა 4 რუსი მთამსვლელი მოიყოლა, ისინი სავარაუდოდ მყინვარწვერიდან ბრუნდებოდნენ. სამაშველო სამსახური საძიებო სამუშაოების დაწყებას, ცუდი ხილვადობის გამო, ჯერჯერობით ვერ ახერხებს. 

შემთხვევის შედეგად გადარჩენილი ერთი არასრულწლოვანი მთამსვლელი, მაშველებმა ყაზბეგის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება დანარჩენ სამ მთამსვლელს, მაშველების ვარაუდით, ისინი გარდაცვლილები არიან.

ზვავი გერგეთის ტაძარსა და მეტეოსადგურს შორის გუშინ, გვიან ღამით ჩამოწვა. რუსი მთამსვლელები მწყინვარწვერისკენ 2 იანვარს დაიძვრნენ.

კომენტარები