სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი სიტყვით გამოვიდა და როგორც თვითონ განაცხადა, სამშვიდობო გეგმა შესთავაზა მოწინააღმდეგეებს. მიმართვა ნოემბრის შემდეგ პრეზიდენტის პირველი სახალხო გამოსვლაა. ასადმა ”ეროვნული შერიგებისკენ” მოუწოდა მათ ვისაც, ”ჯერ ქვეყანა არ გაუყიდიათ”. ასადის განცხადებით შერიგებას ახალი მთავრობის ფორმირება და ამინისტია მოჰყვება.
”პოლიტიკური გამოსავლის საპოვნელად, პირველ ეტაპზე, საჭიროა რეგიონში არსებულმა ძალებმა შეწყვიტონ ოპოზიციის დაფინანსება და შეიარაღება, ასევე ტერორისტული ოპერაციები და საზღვრების კონტროლირება. ჩვენ არ ვაპირებთ დიალოგს დასავლეთის მარიონეტებთან” - განაცხადა ასადმა.
პრეზიდენტის თქმით ოპოზიციური ძალები ალ-ყაიდას იდეოლოგიას მისდევენ. ”მათ სიირიის დასუსტება და დაყოფა სურთ. თუმცა სირია შეინარჩუნებს სუვერენიტეტს და სწორედ ეს აღელვებს დასავლეთს”- აღნიშნა მან.
პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ოპოზიციის გამოსვლები 2011 წლის მარტში დაიწყო და დღემდე გაეროს მონაცემებით 60,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.





