ავიაკატასტროფა

მოსკოვის ავიაკატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებთ, ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ავიაკომპანია Red Wings Airlines-ის კუთვნილი რუსული წარმოების თვითმფრინავი ტუ-204, რომელიც რეისს ჩეხეთიდან ასრულებდა, აეროპორტში დაშვების შემდეგ ასაფრენ ბიკიკს გასცდა და საავტომობილო გზაზე გადავიდა. ლაინერი სამ ნაწილად დაიშალა და დაიწვა. მის ბორტზე, არსებული მონაცემებით, მხოლოდ ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. რამდენიმე მათგანი დაშავდა.

კომენტარები