ბანკი ქართუს საქმე

გიორგი ისაკაძე მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება

ბიზნესმენი გიორგი ისაკაძე დაკითხვაზე იმყოფება. მოდულის შენობაში შესვლამდე მან საგანგებო განცხადება გაავრცელა. 
"გარკვეული დანაშაული მიმიძღვის ბანკის წინაშე და მზად ვარ, კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი ვაგო. ვსარგებლობ შემთხვევით და ბოდიშს ვუხდი ბანკ ქართუს ყოფილ და ამჟამინდელ დამფუძნებლებს, ასევე დირექტორატს, ნებსით თუ უნებლიეთ შექმნილი პრობლემების გამო", - ნათქვამია ისაკაძის განცხადებაში.
ისაკაძე გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. ამასთან, მან მიიღო გადაწყვეტილება, აქტიურ ბიზნესს თავს დაანებოს.
"წარმოუდგენლად მიმაჩნია, შსს-ს ამ შინაარსის განცხადების შემდეგ სრულიად შელახული საქმიანი რეპუტაციით გავაგრძელო ბიზნესის კეთება", - აცხადებს ისაკაძე.
შეგახსენებთ, ბანკ ქართუს გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით შს სამინისტრომ 17 დეკემბერს განაცხადა, რომ ამ საქმეში პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა. 

კომენტარები