თბილისის მერია

გარემოვაჭრეობის აკრძალვა თბილისის მერიის ბრძანებით არ მომხდარა

ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეობის აკრძალვა თბილისის მერიის ბრძანების საფუძველზე არ მომხდარა. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერიამ გაავრცელა.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209–ე და 239–ე მუხლების შესაბამისად, გარე ვაჭრობის ამკრძალავი ნორმის გამოყენების უფლებამოსილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს აქვთ მინიჭებული," წერია განცხადებაში. 

 23 დეკემბერს თბილისის საპატრულო პოლიცია ვაგზლის ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების განდევნას ცდილობდა, რაც გარემოვაჭრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის თქმით, გარემოვაჭრეობის აკრძალვა თბილისის მერიის ბრძანებით ხდებოდა. 

მერიამ განცხადებაში შსს-ს მოუწოდა თავი შეიკავოს "მსგავსი ვანდალური ღონისძიებებისგან".

კომენტარები