ნარკობიზნესი

შსს–მ LSD–ს რეალიზატორები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 20-21 დეკემბერს, თბილისში, ნარკოტიკების რეალიზატორთა ჯგუფი დააკავეს.

 გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი, რომლებიც  თბილისის სხვადასხვა გასართობ ცენტრში ნარკოტიკული საშუალება "LSD"-რეალიზაციას ახდენდნენ, ისინი ნარკოტიკულ ნივთიერებას შაქრის ნატეხზე აწვეთებდნენ. ერთი ცალი „LSD“–ს ფასი 30 ლარი იყო. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 32 ცალი ნარკოტიკული საშუალება „LSD" ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები