თბილისის მერია

თბილისი მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისი მერია  განცხადებას ავრცელებს, რომელში უკანასკნელი კვირის განმავლობაში  მიმდინარე დაკავებების შესახებაა საუბარი. მერიის თქმით "სხვადასხვა პირების დაკავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რასაც ტელევიზიით ვისმენთ... აბსურდის თეატრს ჰგავს." განცხადებაში ნათქვამია რომ ამ ხელისუფლებაში  "ავად თუ კარგად მხოლოდ საგამოძიებო სისტემა მუშაობს"  და "ყველას დაავიწყდა ეკონომიკა და ამ სფეროში არსებული ძალიან ბევრი პრობლემა,რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იჩენს თავს". 

თბილისი მერია ახსენებს, უკანსკნელი კვირის განმავლობაში გამოქვეყნებ ჩანაწერებს და ამბობს, რომ " ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა ტესტი და ვერ გაუძლო ცდუნებას, რომ არ გამოექვეყნებინა ფარული ჩანაწერები, რითიც აღიარა, რომ უსმენს ყველას და ყველაფერს. აღნიშნულის შენიღბვას კი ძალიან სასაცილო და ამავე დროს სრულიად გაუგებარი ფორმით ცდილობს. კერძოდ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორის ტელეფონის ნომერი, რომელიც მათ მიერ, როგორც ვინმე გიორგის ნომერი იქნა გამოქვეყნებული, სინამდვილეში 5 წლის წინ პროკურატურაში გაცემული კორპორატიული ბარათია. კიდევ ბევრ ვინმე გიორგის გავიგებთ, რომელსაც უსმენენ".

გამოქვეყნებული ტექსტი ასევე ეხება  რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებულ გამოიძიებას და  აღნიშნავს, რომ "სასაცილოა [როდესაც] გამომძიებელმა არ იცის, რა არის მიწის ნორმატიული ფასი და ხშირ შემთხვევაში [მერიის] თანამშრომლებს უწევთ გამომძიებლებისთვის ლექციების ჩატარება".  განცხადებაში გათქვამია, რომ  პოლიციაში ძველი "ოპერები" დააბრუნეს, რომლებიც იარაღის ჩადებით გამოირჩევიან და მოგვიანებით კი  ისევ "გაყარეს" სამსახურიდან. მერიის თქმით, "როგორც ჩანს ძველ საგამოძიებო სისტემაში ვბრუნდებით და.... ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის". 

მიმართვის ბოლოს, მერია აცხადებს, რომ უკანასკნელი პოლიტიკური მოვლენების  შედეგაც, ეკონომიკა მეორეხარისხოვანი გახდა და პოლიტიკური მოვლენების "მძევლად" იქცა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიცია გამოთქვამს სურვილს   განიხილოს ეს  პროცესი პოლიტიკურ ოპონენტებთან ერთად,  "რადგან ეკონომიკური პრობლემა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ცხოვრებაზე აისახება". 

კომენტარები