ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ბრალს დებს უცხო ქვეყნის მთავრობებს ავღანეთში კორუფციის გავრცელების ხელშეწყობაში. 22 დეკემბერს, სატელევიზიო მიმართვაში კარზაიმ განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით არსებული კორუფციული შეთანხმებები თუ გაცემული ქრთამები ვერ მოვა საგარეო ძალების მიერ დადებულ საეჭვო გარიგებებთან. მისივე თქმით, მისმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა კორუფციასთან ბრძოლაში, თუმცა ანტიკორუფციულ პოლიტიკის წარმატებას საგარეო აქტორები აფერხებენ.
საერთაშორისო დონორების განცხადებით ავღანეთის სტაბილურობას ხელს უშლის ადგილობრივი კორუფცია და მთავრობის ნაკლები ინტერესი პასუხი აგებინოს კორუფციულ გარიგებებში მონაწილე, მის მიმართ ლოიალურად განწყობილ სუბიექტებს.




