აქცია

აქცია თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 20 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართა. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა და მოქალაქეებმა პროტესტი გამოხატეს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, ასევე ენერგეტიკის და ფინანსთა ყოფილი მინისტრის ალეკო ხეთაგურის და მათთან ერთად რამდენიმე პირის დაკავების, აგრეთვე ოპოზიციაზე და პრეზიდენტზე თავდასხმების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეებმა მთავრობისგან პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის შეწყვეტა მოითხოვეს.

კომენტარები