პრემიერ-მინისტრი

ივანიშვილი: სააკაშვილის ინიციატივა მედიასთან დაკავშირებით ანეკდოტურია

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას, "სამოქალაქო სექტორის და მედიის დამოუკიდებლობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით" ანეკდოტური უწოდა. პრემიერმა აღნიშნული განცხადება უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ივანიშვილის თქმით, ყველამ კარგად იცის თუ როგორ მდგომარეობაში იყო მედია წინა ხელისუფლების დროს. 

"სააკაშვილი რომ ახლა გახდა თავისუფალი მედიის დამცველი, სასაცილოა. ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე საოცრებები ხდებოდა და ამაზე თვითონაც საუბრობდა. საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ტელეკომპანია იმედს შორის პარალელს ავლებდნენ. შესაბამისად, ახლა მისი მხრიდან თანხის გამოყოფა თავისუფალი მედიისთვის ანეკდოტურია", განაცხადა ივანიშვილმა.

"სამოქალაქო სექტორის და მედიის დამოუკიდებლობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით"  ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა 17 დეკემბერს მიიღო. ინიციატივისთვის 1 მილიონი ლარი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო, პროექტს არასამეწარმეო იურიდიული პირი განახორციელებს, რომელსაც კონკურსის წესით სპეციალური კომისია შეარჩევს. 

კომენტარები