ICC

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კონგოს სამხედრო მაღალჩინოსანი გაამართლა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გენერალი ნგუჯოლო ჩუი გაამართლა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.  
გენერალს ჰააგის პროკურატურა ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში სდებდა ბრალს. საქმე 2003 წელს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ სოფელში (იტური) 200 ადამიანის მკვლელობას ეხებოდა. ამ სასტიკი დანაშაულის ჩადენისას, სოფლის მობინადრეების ნაწილი ცოცხლად დაწვეს, ბავშვები და ქალები კი წამებით მოკლეს.  
გენერალი ნგუჯოლო ჩუი სასამართლოზე უარყოფდა, რომ სოფელზე თავდასხმის ბრძანება მან გასცა. ჰააგის სასამართლომ გენერლის პოზიცია გაიზიარა და დაადგინა, რომ პროკურატურას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები მისი დანაშაულის გამოსაკვეთად. 

კომენტარები