პროსტიტუციისთვის ფართების გადაცემის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ხუთი პირი დააკავა.
შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული ხუთი ადამიანი გოგოლის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სისტემატურად უწევდნენ ორგანიზებას პროსტიტუციისთვის ფართების გადაცემას.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 254 მუხლითაა აღძრული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალიწინებს.
შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს სამართალდამცავებმა გონიოსა და ბათუმის ტერიტორიაზე პროსტიტუციის „ბუნაგების“ მოწყობისთვის ხუთი პირი, მათ შორის თურქეთის მოქალაქეები, დააკავეს.




