დაკავება

ვანო მერაბიშვილის ბიძა, შპს ”ტაოს” ხელმძღვანელი დაკავებულია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს ”ტაოს” ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი დააკავა, რომელიც ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ბიძაა. აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა მისი დაჭერის პოლიტიკური მოტივი კატეგოირულად უარყვეს.

სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ თუმანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით საწარმოს თანამშრომლები სამცხე-ჯავახეთის ტყის უბნებში ხე-ტყესა და მწვანე ნარგავებს უკანონოდ ჭრიდნენ, რის შემდეგაც მოპოვებული მასალა თუმანიშვილისავე კუთვნილ გადამამუშავებელ საამქროში მიჰქონდათ. სამინისტრო აცხადებს, რომ ამ ქმედებით გარემოსთვის მიყენებული ზარალი 150 000 ლარია.

გამოძიების მიხედვით, თუმანიშვილი მოპოვებული სამასალე მერქნის რეალიზაციის დროს, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, სისტემატურად ზრდიდა მიღებული შემოსავლების ხარჯებს, რითაც თავს არიდებდა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გადახდას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303 – მუხლის პირველი ნაწილით და 210 – ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

 

კომენტარები