საზოგადოებრივი მაუწყებელი

სამეურვეო საბჭომ გია ჭანტურიას განცხადება გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალური დირექტორის გია ჭანტურიას განცხადება გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილა. 

როგორც გია ჭანტურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას გადადგომის ''ძალიან კონკრეტული მიზეზი აქვს''. 

"მე სამი წლის განმავლობაში აქ ვიყავი. ვფიქრობ, რომ ამ სამი წლის მანძილზე მაუწყებელში ბევრი რამ გაკეთდა. შეიძლება,  ჩემი შეცდომა იყო ის, რომ ეკრანს ნაკლებად ეტყობოდა ეს ყველაფერი. არჩევნების დროს ვფიქრობ, რომ მაუწყებელმა დიდი როლი ითამაშა და ამაში ჩემი გარკვეული წილიც არის. მოხდა მართლა საფუძვლიანი ტექნიკური გადაიარაღება, ჩვენ შევქმენით საკმაოდ სერიოზული, სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელსაც მივყვებოდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თუმცა მიზეზთა გამო ბოლომდე განხორციელება ვერ შევძელი ისე ხარისხიანად, როგორც მინდოდა. ამიტომ მივიჩნევ, რომ ალბათ სჯობდა დამეთმო ეს ასპარეზი სხვა ადამიანებისთვის, ვინც ამას უფრო ორგანიზებულად გააკეთებენ", - განაცხადა გია ჭანტურიამ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსაც მიმართა. 

"ნოდარ ხადურს მინდა ვთხოვო, მისი მხრიდან იყო განცხადებები, რომ ყველანაირად შეეცდებოდა, რომ ყველა გადაწყვეტილება მაუწყებლის სასარგებლოდ ყოფილიყო მიღებული. მე იმედი მაქვს, რომ იგი დანაპირებს ნამდვილად შეასრულებს", - განაცხადა ჭანტურიამ.

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას გიორგი ბარათაშვილი შეასრულებს. 

შეგახსენებთ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწ­ყებ­ლის უკვე ყოფილმა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, გია ჭან­ტუ­რი­ამ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბით დღეს მი­მარ­თა.

 

კომენტარები