თავდაცვის სამინისტრო

ირაკლი ალასანია: ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ვაზიანის სამხედრო ბაზის, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ახალწვეულების ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო. როგორც ირაკლი ალასანიამ სიტყით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო "ბევრი გამოწვევის წინაშე დგას" და ყველა ჯარისკაცს უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო მისი დასაცავია.

"ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ყველაზე მთავარი უნდა გვახსოვდეს ის, რომ ჩვენი დასაცავია მშვიდობა, ჩვენი დასაცავია საქართველო და ამას ისე უნდა მოვუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ ოჯახს და როგორც საკუთარ ცოლ-შვილს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველა სიამაყით სავსე ვართ და გილოცავთ ამ დიდ და ყველაზე ძვირფას შეიარაღებული ძალების ოჯახში გაწევრიანებას. მინდა იცოდეთ, რომ მთავარი უნდა გახსოვდეთ - გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს, საკუთარ თანამებრძოლებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

მისივე თქმით, სახელმწიფოს სჭირდება ცოცხალი გმირები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის თავდაცვას და უსაფრთხოებას. 

კომენტარები