საზოგადოებრივი მაუწყებელი

სამეურვეო საბჭო გადადგომის შესახებ გია ჭანტურიას განცხადებას განიხილავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გია ჭანტურიამ სამეურვეო საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, რომელსაც სამეურვეო საბჭო განიხილავს.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე ჭანტურიას გადაწყვეტილების მიზეზს არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს.
"მოგვიანებით გეტყვით მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია გენერალური დირექტორის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება და მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით სამეურვეო საბჭოს პოზიციასაც", - განმარტა გახელაძემ.
მისივე თქმით, პროცედურის მიხედვით, თუკი სამეურვეო საბჭო გია ჭანტურიას განცხადებას დააკმაყოფილებს, ახალი დირექტორის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდება.
"ახალი დირექტორის დანიშვნა კონკურსის საფუძველზე, მისი გამოცხადებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა უნდა მოხდეს", - დასძინა გახელაძემ.

კომენტარები