საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ვილფრედ მარტენსის პირადი მოწვევით, ევროპის სახალხო პარტიის სამიტს ესწრება. ამის შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალური გვერდით გავრცელდა.

სამიტის მთავარი თემები ის საერთო ფასეულობებია, რომლებიც ევროპელ ლიდერებს აერთიანებს და მის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის წევრი და სხვა ევროპული სახელმწიფოების ლიდერები, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროპული კომისიისა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლები.

კომენტარები