საქართველოს კრივის ფედერაცია

დავით კვაჭაძე კრივის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს კრივის ფედერაციას ვეტერანი მოკრივე დავით კვაჭაძე უხელმძღვანელებს. თავდაპირველად ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებად კვაჭაძის გარდა, გიორგი კანდელაკი და ვლადიმერ ახალკაცი სახელდებოდნენ. კანდელაკმა კანდიდატურა 27 ნოემბერს მოხსნა, ხოლო ახალკაცმა ამის შესახებ არჩევნების დაწყებამდე განაცხადა. საბოლოოდ, მომავალი პრეზიდენტი 67-მა დელეგატმა ერთხმად აირჩია. დავით კვაჭაძემ ვლადიმერ ახალკაცი ფედერაციის გენერალურ მდივნად დატოვა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტის მოავალეობებს შუქრი ბურჭულაძე შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ დავით კვაჭაძე სპორტის დარგში "ქართული ოცნების” თემატური წევრია, ეს ფაქტი კი სპორტისა და ახალგაზრობის მინისტრის მიერ გაცხადებულ სპორტული ფედერაციების დეპოლიტიზაციის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის, ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობს

კომენტარები