პოლიტპატიმრები

ქართული პარტია ოქრუაშვილისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვას ითხოვს

პოლიტპატიმრების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, ქართული პარტია განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული პარტია დადგენილებას მიესალმება და ირაკლი ოქრუაშვილისთვის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვას ითხოვს. 

''ირაკლი ოქრუაშვილი ყველა იმ სიაშია პოლიტპატიმრად, რომელსაც ადგენდნენ სხვადასხვა უფლებადამცავები 2007 წლიდან დღემდე. თუმცა ამა წლის 20 ნოემბერს, როდესაც იგი დაბრუნდა საქართველოში, მას პოლიტპატიმრის სტატუსი ავტომატურად მოეხსნა და ასევე ავტომატურად უნდა ეღიარებინათ პოლიტპატიმრად. გუშინ, 5 დეკემბერს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისიის წევრების არაერთი ბუნდოვანი განმარტება მოვისმინეთ. გაურკვეველი დარჩა, მოხვდება თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი ამ სიაში. თუ პოლიტდევნილის სტატუსის მისაღებად, მას ჰქონდა ყველა საფუძველი, რა აღმოჩნდა, ან შეიძლება აღმოჩნდეს ხელისშემშლელი, პოლიტპატიმრის სტატუსის მისაღებად'' , - ნათქვამია განცხადებაში. 

ქართული პარტია საპარლამენტო კომისიას სთხოვს, ეცნობოთ ზუსტი თარიღი, თუ როდის მოხდება ''ოქრუაშვილის და მასთან დაკავშირებული პირების საქმის განხილვა''.

კომენტარები