საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები

19 და 17-წლამდელთა საელიტრაუნდო მეტოქეები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ წილისყრაზე, საქართველოს 19 და 17-წლამდელთა ნაკრებების მეტოქეების ვინაობა გაირკვა. ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდში 19-წლამდელები ინგლისის, შოტლანდიისა და ბელგიის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ. ჯგუფის მატჩები 2013 წლის მაისში გაიმართება, ელიტრაუნდში კი პირველადგილოსნები გავლენ. 

მეორე ჯგუფში მოხვდნენ გიორგი დევდარიანის შეგირდები. ქართველი 17-წლამდელების მეტოქეები სერბეთის, ირლანდიისა და ავსტრიის ნაკრებები იქნებიან. 19-წლამდელების მსგავსად, აქაც ჯგუფიდან მხოლოდ გამარჯვებულები გადიან. მატჩები 2013 წლის მარტში გაიმართება.

დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 19 და 17-წლამდელთა შორის ევროპის 2014 წლის ჩემპიონატების შესარჩევი ციკლის ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს.

კომენტარები