დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთი სამეფო ტახტის მემკვიდრეს ელოდება

გუშინ, 3 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კემბრიჯის ჰერცოგინია, პრინც უილიამის მეუღლე ქეით მიდლტონი ფეხმძიმედაა.
კემბრიჯის ჰერცოგინიას ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში გავრცელდა, თუმცა სამეფო სასახლემ ეს სიახლე მხოლოდ გუშინ დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ უილიამი და ქეითი გასული წლის აპრილში დაქორწინდნენ. მათ ქორწილს სხვადასხვა ტელეარხის მეშვეობით მილიონობით მაყურებელი ადევნებდა თვალს. 

კომენტარები