ისრაელი-საქართველო

ისრაელის ელჩი: ისრაელი საქართველოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია

"ისრაელი პალესტინის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს გადაწყვეტილებით გაკვირვებული და იმედგაცრუებულია", - განუცხადა ჟურნალისტებს ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება საქართველოს მთავრობასთან, თუმცა საბოლოოდ მიიღეს პალესტინის სტატუსის მხარდამჭერი გადაწყვეტილება. ელჩის თქმით, ეს არ შეცვლის ურთიერთობას საქართველოსა და ისრაელს შორის. 

"მისია საკუთარი საქმიანობით ყოველთვის ცდილობდა და მომავალშიც შეეცდება ურთიერთობების გაღრმავებას ორ ქვეყანას შორის, მათ შორის პოლიტიკურ, კულტურულ თუ ბიზნესურთიერთობებში", - განაცხადა იუვალ ფუქსმა.

რაც შეეხება პალესტინის დამკვირვებელ სახელმწიფოდ ცნობის თაობაზე მიღებულ რეზოლუციას, იუვალ ფუქსი აცხადებს, რომ ეს რეზოლუცია ადგილზე სიტუაციას ვერ შეცვლის, რადგან "ასეთი მანერით სახელმწიფო არ შეიძლება შეიქმნას".

"ისრაელს სურს მშვიდობა და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია თუნდაც ეგვიპტის მაგალითზე. მშვიდობისთვის საჭირო არ არის ნიუ იორკში გაფრენა. ამის გაკეთება შეიძლება ადგილზეც. ამგვარი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს მშვიდობას. ვინ, თუ არა საქართველომ კარგად იცის, რა შედეგი მოაქვს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას", - აღნიშნა იუვალ ფუქსმა.

გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა ასამ­ბლე­ამ, ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით მხა­რი და­უ­ჭი­რა პა­ლეს­ტი­ნის ავ­ტო­ნო­მი­ის­თვის სტა­ტუ­სის გაზ­რდას. პა­ლეს­ტი­ნას დამ­კვირ­ვე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას 138-მა ქვე­ყა­ნამ და­უ­ჭი­რა მხა­რი - მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლომ. 41-მა თა­ვი შე­ი­კა­ვა, ხო­ლო ცხრა ქვე­ყა­ნამ - მათ შო­რის აშშ-მა და ის­რა­ელ­მა, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­მო­ხა­ტა.

 

 

კომენტარები